ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუსრულებელი კამათის საგანია ინტერნეტისა და სოციალური მედიის ზემოქმედება სამოქალაქო უფლებებზე.
მიმდინარე კვირაში უცხოურ საინტერნეტო გამოცემებში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ არსებულ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საკითხზე შექმნილ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მანდატი ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტამდე გაუგრძელდა.
აშშ-მა ავიამზიდი და 20 მილიონი დოლარის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა ფილიპინებში, სადაც შიშობენ, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ტაიფუნმა „ჰაიანმა“.
ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს სამი კაცის მკვლელობას, რომლის ჩამდენმაც მოგვიანებით იმავე ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. შეიარაღებული პირი აღმოჩნდა ირანელი როკმუსიკოსი, რომელმაც, პოლიციის თანახმად, თავისი ანსამბლის ყოფილი წევრები დახოცა.
აშშ-ში, სამხედრო წარმოების ლიდერ ქვეყანაში, აქტიურად გამოიყენება რობოტი გამნაღმველები, რობოტი მზვერავები და რაკეტების გამანადგურებელი რობოტები.
პაკისტანის თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის მოკვლას, შესაძლოა, მოჰყვეს ავღანეთთან დამაკავშირებელი მომარაგების მარშრუტის გადაკეტვა ნატოს კოალიციური ძალებისათვის.
მაშინ, როცა სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვე რჩება, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების თაობაზე.
პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა აფრთხილებს რადიკალურად განწყობილ ეთნიკურ სერბებს, არ შეარყიონ კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლება. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების მიერ ორგანიზებულმა ძალადობამ ჩრდილი მიაყენა კვირას გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს.
საქართველოს პოლიტიკური ავანსცენა დღეს ჰგავს არა ტრადიციულ ქართულ სუფრას, არამედ ალაფურშეტს, სადაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმეჯერ დაგემშვიდობება და მერე ისევ მოგესალმება, სადაც წასვლა-დარჩენისა და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს არავინ სვამს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა უკვე რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართაც არაერთი შეკითხვა აქვს.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყოველთვის ერთგვარი ცალკე სამყარო იყო.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს შერჩევითი სამართლის საკითხთან მიმართებით, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საქმესაც ეხება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას ირანზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ირაკლი ალასანიას მოღვაწეობაზე 17 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრს კარგი არაფერი დასცდენია. ამიტომ მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს თავადვე მოუწია საკუთარი „მუნდირის ღირსების“ დაცვა.
მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა შეიპყრო აზერბაიჯანელი ორხან ზეინალოვი, რომელიც მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში 10 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
20 ოქტომბერს უკრაინაში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი. უკრაინაში გამგზავრებამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
რუსეთის ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისის“ 28 წევრი და ორი შტატგარეშე ჟურნალისტი.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ საქართველო 2015 წლისთვის შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
თავდაპირველად პრაღაში მიმდინარე აფხაზი, ქართველი, ოსი და ჩერქეზი ჟურნალისტების მორიგ მედიატრენინგს გამოვეხმაურებით; შემდეგ მოგითხრობთ გამოფენა "არტისტერიუმზე".
ჩამოტვირთე მეტი