ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
აზერბაიჯანში 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ილჰამ ალიევმა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნებს თან მნიშვნელოვანი დარღვევები ახლდა.
აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა სამხრეთ კავკასიის ამ ნავთობით მდიდარ, მაგრამ დემოკრატიის დიდი დეფიციტის მქონე სახელმწიფოში სიურპრიზს არავინ ელოდება.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნოვატორულ, მაგრამ, როგორც მალევე გაირკვა, საკმაოდ სადავო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
გასულ კვირაში დასავლურმა ონლაინგამოცემებმა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნეს საქართველოზე - რუსეთის მხრიდან განახლებულ მცოცავ აგრესიასა და, ასევე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, რაც, ზედმეტი პოლიტიკური ჩარევების გამო, საკმაოდ არაერთგვაროვანია.
ვაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციაში მოკლეს მძღოლი ქალი, რომელიც მანამდე აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების ზონის გადალახვას ცდილობდა.
სამთავრობო უწყებების დახურვას „უსარგებლო“ უწოდა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. იგივე აზრი, ოღონდ უფრო მკაცრი ფორმით, გამოხატა სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
სამშაბათს აშშ-ის მთავრობის ბევრმა უწყებამ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვერ შეძლო დროებითი საბიუჯეტო კანონის მიღება. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 17 წლის განმავლობაში.
25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ, რომელიც ჩვეულებრივი იარაღით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრეა, ნიუ-იორკში იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა.
მრავალკვირიანი დებატების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიისაგან მოითხოვს საერთაშორისო ინსპექტორებს გასანადგურებლად გადასცეს მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღი.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ უარყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა.
ჰასან როჰანის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას იმედით ელოდება ბევრი ირანელი, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახდა საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გამო.
ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ანგელა მერკელს და გამოთქვა რწმენა, რომ იგი გააგრძელებს საქმიანობას „ევროპის საკეთილდღეოდ“.
პრეზიდენტის ხელისუფლებასა და მთავრობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა ავღანეთში დაჭრილი ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო საკითხი.
აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, რომელმაც რუსულ ვებსაიტ „პრავდა.რუ“-ზე თავისი ცნობილი მიმართვა გამოაქვეყნა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კვლავ გაიმეორა ძირითადი აზრი, რომ რუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობაა.
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
ამ დღეებში ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. 19 სექტემბერს ნანუაშვილი თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ესტუმრა რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას პრაღაში და ინტერვიუ მისცა ქართულ რედაქციას.
კონკრეტული საჩივარი, რომელიც 10 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, „უოლ სტრიტის“ რაიონში ოთხი აპარტამენტისა და ასევე ორი კომერციული ფართობის კონფისკაციას შეეხება.
სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს აქვს „უსერიოზულესი საფუძველი“ ივარაუდოს, რომ გასულ თვეში დამასკის მახლობლად ქიმიური იარაღის გამოყენება „პროვოკაცია“ იყო.
ვარაუდობენ, რომ აარონ ალექსისმა მოაწყო ხოცვა-ჟლეტა ვაშინგტონთან ახლომდებარე სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი ქარხნის ოფისში.
განვლილი კვირის პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში დიდი საავიაციო შოუთი აღინიშნა.
ჩამოტვირთე მეტი