რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
„იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის მიმართ ბრალდებებს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არაკეთილსინდისიერად ხარჯვის თაობაზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, - რომელიც ბოლო დღეებში აკრიტიკებდა თბილისის მიერ ირანული ავიაციისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას, - აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან „ხანგრძლივი საუბარი“ ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობებზე.
მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წელს 100 000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდათ, დაჩქარებული ცვლილებების შედეგად 2026 წელს უკვე აღარ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, - რომლის წინააღმდეგაც ახლა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე განიხილება, - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ მიყვანილ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ, ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
ირანის ელჩი კვლავ ეხმაურება საქართველოს შეერთებას ირანული ავიაკომპანიებისთვის ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებთან და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“.
მას შემდეგ, რაც თბილისმა განაცხადა, რომ დაიცავს აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის“ შესახებ კანონში ცვლილება დააანონსა.
11 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათისთვის თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანი, გიორგი ბარამიძე.
„გირჩის“ (36 - „თავისუფალი ხალხის პარტიის“) ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აქამდე უცნობი შეხვედრის დეტალებზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დაიწყება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა იგორ ჩაიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს 11 ახალი „რუსული სახლის“ გახსნის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ორისა - სომხეთში.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დანიშნა საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, 8 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1.56-ჯერ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, $8.14 მლრდ-ს, მიაღწია.
ბიშკეკში სომხეთისა და რუსეთის ლიდერების დაგეგმილი სამიტის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარეთა პოზიციები.
პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელსაც ახლა 750 000 ლარის ქრთამის აღებასაც ედავებიან, - გასულ კვირას ოჯახთან დანიშნული პაემანი გაუუქმეს, აცხადებს მისი ადვოკატი.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის კულუარებში შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველი გუნდის მთავრობის სტრუქტურაში მორიგ ცვლილებებს გეგმავს.
ავტობუსში, რომელიც 30 აგვისტოს თბილისი-მოსკოვის რეისზე ავტოავარიაში მოყვა, ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, - წერს რუსეთის სამთავრობო სააგენტო Tass-ი.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა ცნობები, რომლის თანახმადაც ერევანი განიხილას ყაზახეთის მონაწილეობას - ყაზახეთის მხრიდან ინვესტიციას - „ტრამპის მარშრუტის (TRIPP-ის) განვითარების კომპანიაში“.
ჩამოტვირთე მეტი