პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
კულტურის სამინისტრომ საშიშად მიიჩნია ეროვნული მუზეუმის სხდომის ოქმების გასაჯაროება და დასაჯა თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. თავად სამინისტრომ ინფორმაციის გაცემა და მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ფაქტობრივად შეაჩერა მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა.
ღიად პრორურუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას” 2022 წლის 10 მარტამდე 41-მა ადამიანმა შესწირა ფული. ყველა მათგანისთვის ეს პირველი პოლიტიკური შემოწირულობაა. ოფიციალური რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ პარტიას ამ გზით 36 675 ლარი აქვს მიღებული.
7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან.
1 მარტს, საღამოს 6-ის 20 წუთზე საბა ჯაჯანიძემ ფეისბუქში გაბრაზებული პოსტი დაწერა და მეგობრებს გაუზიარა რას ფიქრობდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიჰყავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან კომპანიები არიან. რუსული კომპანიების უმეტესობა 2013-2020 წლებში დარეგისტრირდა საქართველოში.
საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ავტოკეფალიის აღიარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევს;
უკრაინაში ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლეთისგან, უპრეცედენტოა, ისევე როგორც ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაეკისრა ომის დაწყებისთვის.
21 თებერვალს პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი ღია წერილი, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათ შორისაა “პროფესორთა ლიგაც”. ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მესტიის მუზეუმის დირექტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში თვეზე მეტია აღარ გადის საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა”. კვირის შემაჯამებელი, პოლიტიკურ-სოციალური შინაარსის გადაცემა შეუმჩნევლად, სარედაქციო ჯგუფის და არხის ხელმძღვანელობის ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა ეთერიდან.
„შეურაცხყოფილები ვართ”, - ასე იწყებენ საუბარს ეროვნული მუზეუმის ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა კვლევითმა პროექტებმაც რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში 1 თვის წინ გაიმარჯვა.
ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც პანდემიის დაწყების მომენტიდან არის ჩართული კოვიდის მართვაში და წლებია ავარიულ, ნაქირავებ შენობაში იღებს პაციენტებს, ახალი მისამართი გამოუჩნდა: ლუბლიანის 70.
თბილისში, ლეონიძის ქუჩის 8 ნომრის პირველი სართულის ფანჯრებიდან დაცარიელებული ხის მასიური კარადები, იატაკზე მიმოფანტული ქაღალდის ნარჩენები და დაბზარულ კედლებზე კანტიკუნტად შემორჩენილი ფოტოები ჩანს.
იმის გამო, რომ საქართველოში ტყის ნაწილს ტყის სტატუსი არ აქვს, სახელმწიფო, უსტატუსო ტყეებს, რომელიც მას ეკუთვნის, იოლად ყიდის. გაყიდული ტყიანი მიწების ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს, რაც კერძო მფლობელებს მშენებლობის ნებართვის უფლებას აძლევს.
იოსებ ჭუმბურიძემ, კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეშფოთებული პოსტი მიუძღვნა მწერალ თამთა მელაშვილის ბოლო რომანს "შაშვი, შაშვი, მაყვალი". პოსტი ზოგმა ცენზურის მცდელობად მიიჩნია, ზოგმა არაპროფესიონალიზმად, ზოგმაც ცუდად შესრულებულ დავალებად.
28 იანვარს ერთი წელი გადის, რაც სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
„ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტყამს პოლიციელი ქალს სახეში”, „პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”,„პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა”, „ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს”-ეს ქართული ახალი ამბების სათაურებია.
2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად სიღარიბე თვალსაჩინო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც მოსახლეობის 46%-ს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.
ჩამოტვირთე მეტი