უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
”24 საათი” პირველ გვერდზე ლიტვის სეიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. გაზეთის კორესპონდენტს უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა: ”არ მინდა, რომ მოლოდინი გავზარდო. ერთი გადაწყვეტილებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
მეთვალყურეთა საერთაშორისო მისიამ, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 31 მაისს წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.
2 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან ისაუბრა არჩევნების დღის შემდგომ პროცესზე - დარღვევების გასაჩივრებასა და მათზე რეაგირებაზე.
“არც ის არის ცნობილი, რა სჯობია ქვეყნისთვის - აჯანყება მოხდეს და ამას ხელისუფლების ნგრევა მოჰყვეს, თუ ყველა გაიქცეს სამშობლოდან და მტერს დავუტოვოთ ეს ქვეყანა. პირადად მე აჯანყებისა და ბიშკეკიზაციის მომხრე არა ვარ, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას ყველაფერი მირჩევნია”, - ამბობს სუბარი “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
31 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ანდრო ბარნოვი და გოგი ხუციშვილი. მათ ისაუბრეს 30 მაისის არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და არჩევნების დღის შემდგომი პროცესის გამჭვირვალობაზე.
28 მაისს რადიო თავისუფლებამ დაასრულა თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა მსმენელისთვის. ამჯერად რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი.
დღევანდელ პრესაში 26 მაისის აღნიშვნას არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება. მათ შორის, ”24 საათის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ - ”დაბრუნებული აღლუმი”. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.
30 მაისის არჩევნების მიმართ ყურადღება აშკარად იმაზე დიდია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები იმსახურებს ხოლმე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. რა განაპირობებს ამას? რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად?
26 მაისს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო რუბრიკის სტუმარი იყო დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია უმუშევრობისა და სხვა პრობლემების გადაჭრა.
18 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი თოფაძე, თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს, როგორ უზრუნველყოფს 60-ს გადაცილებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებით.
”ვანო ყველას გვისმენს და ყველა მესიჯს კითხულობს” – ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ ასეთ სათაურს. სტატიის ავტორი წერს: ”ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მარტო გისმენენ, შენს სმს-შეტყობინებებსაც თავისუფლად კითხულობენ!
14 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პროფესორი ვასილ კაჭარავა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტიტს დირექტორი. მან ისაუბრა ამერიკის ღირებულებებსა და მათი აღქმის სპეციფიკაზე.
დღევანდელ პრესაში ბევრს წერენ საქართველოში რუსეთის ინტერესებზე. ”24 საათის” პირველ გვერდზე მოთავსებული სტატიის სათაურია ”ყურის გახედნა”. ავტორი წერს: ”რუსეთი და სეპარატისტული ოსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პერიოდულად აბსურდულ იდეებს გამოთქვამენ.
ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები ფიქრობს, რომ, არსებული ხარვეზების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
12 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი. სტუმრის თქმით, ყველაზე ხშირად ზეწოლას განიცდიან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და კანდიდატები.
დღევანდელ პრესაში გრძელდება ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარის განხილვა. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე სათაურია: ”მღვდლის დაჯილდოება ”კავკასიის” ინციდენტს არ უკავშირდება, აცხადებენ საპატრიარქოში”. ”რეზონანსისთვის” საპატრიარქოში განუცხადებიათ, რომ დაჯილდოება მანამდე იყო დაგეგმილი.
10 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი. მან ისაუბრა 7-8 მაისს ღამით ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარზე და სახელმწიფოს ვალდებულებაზე მსგავს ვითარებაში.
დღევანდელი პრესა 6 მაისის მოვლენებს ეხმაურება. წერენ როგორც პოლიციის აღლუმზე, ისე საპროტესტო აქციის დეტალების შესახებ. ”აღლუმი ქვების სროლისა...”, ”უზნეობის აღლუმი”, ”ხელისუფლებამ ოპოზიცია გიორგობას კიდევ ერთხელ დაარბია”, ”ხალხის და პოლიციის ერთად ზეიმი”, ”ქუჩა და მისი წესები” - ასეა დასათაურებული სტატიები.
დღევანდელი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი უჭირავს პოლიციის აღლუმისათვის მზადებას. სხვადასხვა გაზეთები ამ თემას განსხვავებული კუთხით აშუქებენ. ”რეზონანსით” დავიწყოთ, რომელიც სტატიას ასე ასათაურებს: ”პოლიციის აღლუმი შარშანდელი დარბევის წლისთავზე”.
6 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშზე - ”აგვისტოს ნანგრევებში”.
ჩამოტვირთე მეტი