უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
გასულ კვირაში თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„გვინდა, საბოლოო შეფასებები საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გავაკეთოთ და არ ავყვეთ ამ სპეკულირებას, რასაც ხელისუფლება მისი მედიასაშუალებების გზით აკეთებს“, - თამთა მიქელაძე.
ქალაქგეგმარების რეალურმა ლაბორატორიამ დაასრულა მუშაობა ოქროს უბნის შენარჩუნებადი განახლების პროექტზე. ეს არის საპილოტე მეთოდური პროექტი, რომელმაც საზოგადოებას და ქალაქის მმართველობას უნდა აჩვენოს ისტორიული უბნების მდგრადი განვითარების რეალისტური გზა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი, თამარ ხიდაშელი მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებისა და მასში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე.
გიორგი მუმლაძე კონსტიტუციონალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორია. სამოქალაქო აქტივიზმი ბევრ სხვა საქმესთან ერთად მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. არაერთი პრობლემა შეექმნა მასაც და მის გამო, მისი ოჯახის წევრსაც კი.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და მოაწესრიგოს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი და პრაქტიკული მხარეები.
27 იანვარს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართა და გააპროტესტა ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატობა. ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის დროინდელ პრობლემურ საქმეებზე:
რადიო თავისუფლება ესაუბრა რენატე ვინტერს, რომელიც თვლის, რომ მთავარია, საზოგადოებაში შეიცვალოს ძალადობრივი მიდგომა პრობლემებისადმი, მთავარია, ისინი, ვისაც არასრულწლოვნებთან აქვთ შეხება, იცოდნენ, რომ დასჯის მიღმა დიდი არჩევანია:
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია თვლის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო დროს მომდინარე წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისადმი სცდება დიპლომატიური სიგნალების ზღვარს.
„ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი, სიმონ გაბრიჭიძე თავის კოლეგებთან ერთად წლებია იკვლევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებას. გასული წლის ნოემბერში ორგანიზაციამ მოამზადა გამოკვლევა - „სუსტი პირველადი ჯანდაცვა“, რომელიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობას აღწერს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ 22 იანვარს წერილობით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს დაიწყოს მოკვლევა 21 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისა და თანმდევი კომენტარების გამო.
„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის“ (IDSD) ხელმძღვანელი, ნათია იმნაძე 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.
“ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებს, მათ ჰგონიათ, რომ ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლება მათ ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს”, - ასე ეხმაურება ვებპორტალ „თვითმმართველობის დროა“-ს რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025“-ის დამტკიცებას.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი მოელოდა, რომ ხელისუფლება პროკურატურაში ძველ კადრს დააბრუნებდა. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგებიდან ყურადღებას ამახვილებს ერთ ნაწილზე, სადაც შეკითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - გამოკითხული მოქალაქეების 59% უარყოფითად პასუხობს:
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს. ის მიიჩნევს, რომ როგორც სამთავრობო ცვლილებები, ისე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები არის სტატუს-კვოს შენარჩუნების „ჩვეულებრივი მცდელობა“:
რამდენიმე დღის წინ აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილში კვლავ გააღვიძა კითხვები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახლდა.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არ ცვლის ახალგორის იზოლაციის გადაწყვეტილებას და სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს საქართველოს ხელისუფლების მიერ წნელისის საგუშაგოს აღებას. ამასთან, საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის ტყეში განაახლეს ბორდერიზაცია.
ია წეროძე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ერთი თვის წინ მან დააფუძნა საზოგადოებრივი ჩართულობის პლატფორმა „ჯორჯიაკრატია“ (georgiacracia.org), რომელზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება კითხვა „რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?“ და 50 საკითხის 1000-ზე მეტი წყვილი.
30 დეკემბერს ახალგორიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის გაურკვეველი ვადით ჩაკეტვას უკავშირდებოდა.
ჩამოტვირთე მეტი