უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეაფასა საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ - 2016 წელს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება სასამართლოს, პარლამენტსა და პროკურატურას.
„ჩემი მოსვლის მიზანი არის, მივმართო თბილისის მერს უმორჩილესი თხოვნით, მიმიღოს და დამელაპარაკოს“, - ამბობს ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი, ანა გაბრიაძე რადიო თავისუფლების ეთერში და ყვება იმ პროექტის შესახებ, რომლითაც დიღმის ტყე-პარკში რესტორნის მშენებლობა იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირდაპირი სამგზავრო ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ და შემდეგ დუმის მიერ სავარაუდო სანქციების შესახებ მსჯელობამ კონკრეტული ეკონომიკური ეფექტის გარდა, ნეგატიური მოლოდინი შექმნა, რაც დამატებით მავნე ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა შეკითხვების რაოდენობა იმაზე - როგორ პასუხობს სახელმწიფო სამართლებრივად 20-21 ივნისს მომხდარს? შს მინისტრმა, როგორც ხელისუფლების არაერთმა სხვა მაღალჩინოსანმა, არაერთხელ ახსენა სახელმწიფო გადატრიალება.
10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ახალგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ყველა ბრალდება მოუხსნა. თამარ მეარაყიშვილი "დილის საუბრებში" იხსენებს ურთულეს ორ წელიწადს:
რა მოიტანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველმა ათწლეულმა ევროკავშირისა და მისი მონაწილე ქვეყნების: საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისთვის? როგორ მუშაობს ევროკავშირის რბილი ძალა? ამ საკითხებზე ილაპარაკა კახა გოგოლაშვილმა:
„რას ვეუბნებით საზოგადოებას? ვუმძაფრებთ ამ შიშებს - რომ ომი იქნება, თუ რუსეთზე აუგს ვიტყვით, თუ გვაქვს რაღაც ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო სტრატეგია?“, - თამარ კინწურაშვილი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი ანტიდასავლურ სტრატეგიაზე ლაპარაკობს.
10 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია - „ქართული ხელნაწერი“.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების რბილი პოზიციის მიუხედავად, საქართველო არ შეეგუება რუსულ ოკუპაციას და რუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება", - ამბობს თეონა აქუბარდია, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი რადიო თავისუფლების ეთერში.
“საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც არის წახალისებული მთავრობის ქმედებისგან, ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა გამოხატვის თავისუფლების გარეშე ცხოვრება, გვინდა თავისუფალი სივრცის გარეშე ცხოვრება”, - ეუბნება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლებას.
„არ შეიძლება არ ვთქვა ამ ფრუსტრაციის ფონზე, რომ თბილისი პრაიდი დამატებითი ტესტი იყო ყველასთვის. არამარტო მონაწილეებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის, არასამთავობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველამ სხვადასხვანაირად გაიარა ეს ტესტი“, - ამბობს დავით სუბელიანი.
„ჯერ რასაც ვხედავთ, პროკურატურა, შსს დაინტერესებული არიან გამოიძიონ ყველა ის სამართალდარღვევა, რომელიც მიმართული იყო „სახელმწიფოს წინააღმდეგ“. პირველი სამიზნეში ამოიღეს ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები, ერთ-ერთ მათგანს ბრალიც წაუყენეს", - გიორგი მშვენიერაძე.
„ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს!“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ხარვეზებზე, რომელთა მოწმეც თავად არის.
„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ორი კვირის წინ პარლამენტში მომხდარი მხოლოდ ბოლო იმპულსი იყო, რამაც დაგროვილი პროტესტი გამოაჩინა.
მეთიუ ბრაიზა, ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი თბილისში იმყოფება და მონაწილეობს გლობალური ინიციატივის - Leadx Change-ის ღონისძიებაში, რომელიც "ტექნოპარკში" იმართება.
“ზემო ნიქოზში ათეულობით ოჯახი დღემდე ელოდება დაზარალებულის სტატუსს”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის დირექტორი რადიო თავისუფლების ეთერში.
ზუზანე შპანი გერმანელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტია. ის იკვლევს რუსეთის სახელმწიფო მედიის ქსელს გერმანიაში და მის ზეგავლენას გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
სუზანე შპანი უკვე 5 წელია აკვირდება და აანალიზებს კრემლის მიერ დაფინანსებული გერმანულენოვანი მედიასაშუალებების მუშაობას. თავის გამოცდილებას ის რადიო თავისუფლებას უზიარებს
“პროპორციულ არჩევნებზე საუბარი არ არის არც მმართველი პარტიის დამსახურება და არც ერთი ოპოზიციური პარტიის დამსახურება. ეს არის იმ ადამიანების პროტესტის შედეგი, ვინც ამდენი დღეა რუსთაველზე იკრიბება”, - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
ჩამოტვირთე მეტი