უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას ჰამასის სრულ დამარცხებამდე და მძევლების გათავისუფლებამდე. საერთაშორისო საზოგადოებაში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მასშტაბი და მზარდი რაოდენობა.
„ნატოს სჭირდება დაინახოს სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს დემოკრატიის განსამტკიცებლად“ - განაცხადა რობინ დანიგანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში. პირველ ინტერვიუში ის ლაპარაკობს აგრეთვე: ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, სანქციებზე, არჩევნებზე.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჯერაც ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე - რატომ ვერ იქცა ევროინტეგრაცია პოლიტიკური ძალების გამაერთიანებლად საქართველოში. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემიდან მეორე დღეს მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
თომას კლაინე-ბროკჰოფი თვლის, რომ დღეს უმთავრესია, რა მოხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ვიდრე მისი ნატოში მიღება. გერმანელ ანალიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერილია თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე.
მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ეუთოში თვლის, რომ, თუკი საქართველოს ხელისუფლების მიზანია მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, "ახლაა დრო - შემდეგი რამდენიმე თვე", საქართველომ განიმტკიცოს პროგრესი ამ გზაზე. ინტერვიუ ჩაწერილია 18 სექტემბერს, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებამდე.
"არაერთხელ ვნახეთ - როცა ჩვენ ვართ მტკიცენი, როცა ჩვენ ვამწვავებთ, ვლადიმირ პუტინი უკან იხევს" - ამბობს ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. რადიო თავისუფლება მას EPRC-ს მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. რადიო თავისუფლებისთვის ელჩის სტატუსით მიცემულ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო რამ, რაც საქართველოზე გაახსენდება, არის ხალხი.
გასულ კვირაში, "ევროპის ფონდის" მოწვევით, თბილისს სტუმრობდა ეკვადორელი დიპლომატი ლუის გალეგოსი - წარსულში შშმ პირების უფლებების შესახებ კონვენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მან საქართველოში შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, რომლის შემდეგაც არის ჩაწერილი ეს ინტერვიუ:
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თვლის, რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მომენტი და შეასრულოს 12 პრიორიტეტი - "გვიანია, მაგრამ არ არის ძალიან დაგვიანებული", განაცხადა მან 5-6 ივნისს თბილისში ვიზიტისას:
ახლო წარსულში სომხეთის პარლამენტის წევრი, დღეს კი პოლიტიკის ანალიტიკოსი - მიკაელ ზოლიანი, რომელიც კვლავაც ნიკოლ ფაშინიანის გულშემატკივრად რჩება, ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის აუცილებელ ფაქტორებზე, სომხეთის ხელისუფლების მთავარ დილემებზე, შესაძლო "კოშმარულ" სცენარსა და საქართველოს როლზე.
ოფერ ფრიდმანი, ლონდონის კინგს კოლეჯის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს (KCSC) ხელმძღვანელობს. ის თბილისს სტუმრობდა, ევროკავშირის პროექტის - "უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. რადიო თავისუფლება მას ჰიბრიდულ ომსა და მედეგობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ესაუბრა:
ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში 6-8 მარტს სტუმრობდა თბილისს. აქ გამართულ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ე.წ. „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და მის მიმართ აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულება იყო:
"მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ - არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია" - ნიკა გვარამიას პასუხები რადიო თავისუფლებამ წერილობით მიიღო.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი წლებია აქტიურად მუშაობს შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შექმნისა და საკითხის საკანონმდებლო მხარდაჭერაზე. თბილისში ვიზიტისას, საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების გარდა, შეხვედრების თემა სწორედ შავი ზღვის რეგიონული კონტექსტი და მასში საქართველოს როლი იყო.
ჩარლზ ვაიტეკი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს ცე ჰეპატიტის პროგრამის იმგვარად დახვეწის აუცილებლობას, რომ შესაძლებელი გახდეს მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობაში ჩართვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაპარაკობს საქართველოსთვის უპირატეს გამოწვევებზე და „როგორც საქართველოს მეგობარი“, ურჩევს საქართველოს საზოგადოებას რუსეთს აჩვენონ არა შიში, არამედ თვითდაჯერება.
"საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს - და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას. მან პუტინს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ საქართველო არ იქნება ადვილი სამიზნე" - აცხადებს დენიელ ფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.
ჩამოტვირთე მეტი