უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ჩარლზ ვაიტეკი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს ცე ჰეპატიტის პროგრამის იმგვარად დახვეწის აუცილებლობას, რომ შესაძლებელი გახდეს მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობაში ჩართვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაპარაკობს საქართველოსთვის უპირატეს გამოწვევებზე და „როგორც საქართველოს მეგობარი“, ურჩევს საქართველოს საზოგადოებას რუსეთს აჩვენონ არა შიში, არამედ თვითდაჯერება.
"საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს - და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას. მან პუტინს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ საქართველო არ იქნება ადვილი სამიზნე" - აცხადებს დენიელ ფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინა ვასკუნლაჰტიმ, რომელიც თბილისს სტუმრობდა, საქართველოს ერთი რჩევა გაუზიარა: "არასდროს შეეცადოთ ევროკომისიისთვის გვერდის ავლას. ასე ვერ მიაღწევთ წარმატებას. ყოველთვის გამოგიჭერენ". ინტერვიუს ძირითადი თემა არის ფინეთის გზა ნეიტრალიტეტიდან ნატომდე.
ირინა ოსტროვსკაია 20 წელია ორგანიზაცია "მემორიალის" წევრია. თბილისში გასულ კვირაში რამდენიმე დღით ჩამოვიდა "სოვლაბთან" ერთად გამოფენა "მამის წერილების" მოსაწყობად. ინტერვიუ ჩაწერილია ერთი დღით ადრე, ვიდრე კრემლის მიერ ლიკვიდირებული "მემორიალი" მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდებოდა:
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დ’ანჯელო ბოლო კვირაში რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მისი მდგომარეობის ყოველდღიურ გაუარესებაზე ლაპარაკობს. ამერიკელ ადვოკატს რადიო თავისუფლება საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 ოქტომბერს ესაუბრა.
ედვარდ ჩოუ, ვაშინტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი კრიტიკულად აფასებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ენერგოსანქციების სტრატეგიას და თვლის, რომ ის არაეფექტიანია. ედვარდ ჩოუს აზრით, ეფექტის მოტანა შეეძლო რუსეთის ნავთობის იმპორტზე ტარიფის დაწესებას.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვლის, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია ორმხრივი თამაში. ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში. ფოტიგა რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ მსოფლიოსა და საქართველოზე.
ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში (2012-2015) სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, გასულ კვირაში მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში - „დიდება უკრაინას!“.
"დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა მიზნების მიღწევა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლენა მორტონ ოუენსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლის საკითხებში. მასთან საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემის რეფორმა იყო:
19 მაისს თბილისში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ. გამგზავრებამდე მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე:
24 მარტს სრულდება 30 წელი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. ეს თარიღი აღინიშნება ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთა წარმოდგენა მაშინ, 1990-იანების დასაწყისში შეუძლებელი იყო. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რთე/რთ-ს კითხვებს პასუხობს:
თომას კლაინე-ბროკჰოფი, "აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი და ავტორი წიგნისა - "მსოფლიოს სჭირდება დასავლეთი - ლიბერალური წესრიგის ახალი დასაწყისი" რადიო თავისუფლებას უზიარებს აზრს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მიმდინარეობასა და მსოფლიო წესრიგის პერსპექტივაზე.
აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, ბროკ ბირმანი თვლის, რომ ახლა არის კარგი დრო აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების(FTA) გასაფორმებლად, რაც იქნებოდა არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯი, არამედ მკაფიო მხარდაჭერის სიგნალი აშშ-ის მხრიდან.
იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში თვლის, რომ 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ შეთანხმებების პროექტებზე ვაშინტონისა და ნატოს პასუხი უნდა ყოფილიყო უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება. ვრცელ ინტერვიუში ის სოლიდარობისა და მზადყოფნის მნიშვნელობაზეც ლაპარაკობს:
ცნობილ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგ სტივენ ჯონსთან გასაუბრების სურვილს განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. იცი, რომ ის საქართველოზე მუშაობას და ფიქრს არასდროს წყვეტს. ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თვალსაზრისი - "არასწორი მმართველობის ბატონები საქართველოში". ინტერვიუზე ჩვენს შეთავაზებას მისი თანხმობა მოჰყვა:
ნიკა მელია რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავად თითქმის უკვე მზად არის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ არ სურს ეს ეთერიდან გახდეს ცნობილი მისი თანაპარტიელებისთვის. თუმცა ფიქრობს, რომ ამ ინტერვიუს მნახველი შეძლებს ამოიცნოს მისი პოზიცია.
ჩამოტვირთე მეტი