უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ პარლამენტში 11 დეკემბერს დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. „ახალი თაობა“ წერს: „საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, რომ საკანონმდებლო ორგანო კი არა, ნამდვილი ტატამია“.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის ერთ-ერთი თვალშისაცემი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა 34,6%-ის აზრით, ქმრის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია სხვადასხვა მიზეზით. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად თვლის, 25% კი - ოჯახის საქმედ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა ისაუბრა კვლევაზე "სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკა".
დღევანდელი პრესა უკრაინისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ურთიერთკავშირზე წერს. ამ თემაზე „რეზონანსში“ქართველი პოლიტოლოგების მოსაზრებებს გაეცნობით.
9 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ქართულ პრესაში აქტუალურობას არ კარგავს სამართლიანობის აღდგენისა და მთავრობის მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება. „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს: „სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა იუსტიციის მინისტრის განცხადება.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გოგია, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
ქართულ პრესაში აქტუალურობას არ კარგავს სამართლიანობის აღდგენისა და მთავრობის მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება.
3 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი.
დღევანდელი პრესა ვილნიუსის სამიტის შედეგებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი მენაღარიშვილი „კვირის პალიტრას“ რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ელაპარაკება: „ზეწოლისთვის გამოიყენებს ყველა საშუალებას - ეკონომიკურ ბერკეტებს თუ პოლიტიკურს, მათ შორის, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ჩათვლით.
„მათთვის, ვინც ასოცირების ხელშეკრულებით გვაშინებს“ - ამ პუბლიკაციით ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების კრიტიკოსებს პასუხობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. სტატია „24 საათში“ ქვეყნდება.
ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებებს ასახავს. კვლევის შედეგები საინტერესოდ წარმოაჩენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში რეალურად არსებულ სურათსაც ეწინააღმდეგება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი საუბრობს შეღავათიანი აგროკრედიტის მიმდინარეობაზე.
ქართული პრესა უკრაინაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. „რეზონანსი“ წერს: „რა უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ამის სწორად განსაზღვრა ერთადერთი გამოსავალია, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკეთ გავაანალიზოთ და თავად გადავწყვიტოთ, ევროპისკენ ვიაროთ თუ ევრაზიულ კავშირში გავწევრიანდეთ.
25 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი.
დღევანდელი პრესა არჩილ კბილაშვილის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცდილობს განჭვრიტოს მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობა.
7 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაკა გიოშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე.
„ვერსია“ ცდილობს გაარკვიოს, გაძვირდება თუ არა პური საქართველოს ბაზარზე. გაზეთი წერს, რომ „საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის“.
5 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი.
დღეს თითქმის ყველა გაზეთის პირველი გვერდი ირაკლი ღარიბაშვილზე პუბლიკაციას ეთმობა. „რეზონანსი“ – „31 წლის პრემიერი“. სტატიის ავტორი წერს: „ირაკლი ღარიბაშვილი პირველი პრემიერი იქნება, რომელიც მთავრობის მეთაურის პოსტს გაზრდილი უფლებებით ჩაიბარებს.
ჩამოტვირთე მეტი