უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
12 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია გვილავა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი.
„“ნაცმოძრაობის“ საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია“ - ამ სათაურით „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია, რომელიც დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმცირესობის დატოვების პერსპექტივას ეხება.
სპეციალისტების თანახმად, მედიკამენტებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც არადანიშნულებისამებრ, სხვადასხვა კომბინაციაში და ხშირად ძალიან მაღალი დოზით გამოიყენება, არცთუ იშვიათად იცვლება. რა არის „სააფთიაქო ნარკომანია“ და როგორ შეიძლება მისი მეტ-ნაკლებად რეგულირება?
10 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი.
ვლადიმერ ბედუკაძის საქმეზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავარი პროკურორისადმი მიმართვა დღევანდელი პრესის მთავარი თემაა. სათაურები არჩილ კბილაშვილის პოლიტიკური მომავლისადმი ინტერესს გამოხატავს: „ახალი თაობა“ – „დატოვებს თუ არა არჩილ კბილაშვილი პოსტს?“
8 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი.
დღევანდელი პრესა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს ეხმაურება. "24 საათი" წერს: "საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა კვლავ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაა.
შსს-ს მიერ აღმოჩენილი უკანონო ჩანაწერების თემას ორი მნიშვნელოვანი მხარე აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. რომელი მხარე უფრო აქტუალურია? რა ფაქტორების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი ამ ჩანაწერებთან მოპყრობისას იმისთვის, რომ მათმა არსებობამ მეტი ზიანი არ მოიტანოს?
26 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ შვანგირაძე, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
პრესაში ერთ-ერთ თემად რჩება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების იდეა. "რეზონანსი" წერს: "პრემიერს წასვლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევენ". სტატიის ავტორისთვის "საქართველოს ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელ სოსო ცისკარიშვილს უთქვამს.
24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები - ზურაბ გურული და ვლადიმერ ჩაჩანიძე.
კნუტ ვოლებეკი, ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, 19-20 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა. მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დიცი და ხურვალეთიც მოინახულა.
14 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო იულია ხარაშვილი, დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე, რომელმაც ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დევნილების პრობლემებზე.
დღევანდელი პრესა "უმაღლესი განათლების კანონში" ცვლილებების თემაზე წერს. "რეზონანსი": "თსუ-ზე კონტროლის შენარჩუნების "ნაციონალური გეგმა". ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასა და იქ რექტორის არჩევნების დანიშვნაზე წერს.
12 ივნისს „გაეროს ბავშვთა ფონდის“, „იუნისეფის“ ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვების სიცოცხლისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
12 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი.
"ტრაგედია ჰელმანდში. თბილისში რადიკალური ისლამის საფრთხეზე ალაპარაკდნენ" - ამ სათაურით სტატიას "რეზონანსი" აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ "გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერა ის ძალები, რომლებიც ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანას მოითხოვენ.
6 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
ჩამოტვირთე მეტი