Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ გურული და ვლადიმერ ჩაჩანიძე


ზურაბ გურული და ვლადიმერ ჩაჩანიძე ჯანდაცვის სისტემის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:22:32 0:00
24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები - ზურაბ გურული და ვლადიმერ ჩაჩანიძე. მათ ილაპარაკეს "ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის" (GAMPHA) საქმიანობაზე. ეს ასოციაცია 2011 წელს დაარსდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კლინიკურ საქმიანობაში, სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებასა და კადრების მომზადებაში. 21-22 ივნისს ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც აშშ-ში და საქართველოში მოღვაწე ექიმებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. რადიო თავისუფლების სტუმრებმა აღნიშნეს, რომ წელს შესამჩნევი იყო კონფერენციის მიმართ ინტერესის ზრდა როგორც სტუდენტებში, ისე საქართველოს რეგიონებში მომუშავე ექიმების მხრიდან.
please wait

No media source currently available

0:00 0:22:29 0:00
Direct link

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG