რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
9 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხ ახალ სადოქტორო პროგრამას წარადგენს. გიგა ზედანიას განცხადებით, ეს პროგრამები უნიკალურია.
მოსკოვში ქართული პროპაგანდის ჩახშობისა და ქართულენოვანი ფედერალური მედიაარხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს დასამშვიდებლად წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება.
7 ივლისს, დილის ეთერის სტუმარი იყო ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. საუბრის თემა იყო: რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება?
”6 საათიანი დემოკრატიის გაკვეთილები” - ასე შეაფასა გაზეთმა ”რეზონანსმა” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში. საკუთარი შეფასება კი ”რეზონანსმა” დასავლურ მედიაში გაჟღერებული აქცენტებით გაამყარა.
5 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი გია ვოლსკი. რა მისიით ჩამოდის ჰილარი კლინტონი საქართველოში, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის საქართველოში ვიზიტს? - ეს იყო საუბრის მთავარი თემა.
1 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. სტუმარმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობდა იმის საჭიროება, რომ სპორტის დეპარტამენტი სპორტის სამინისტროდ გადაკეთებულიყო.
29 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე. მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება კიდევ უფრო გამკაცრდება.
გაეროს ეგიდით, საქართველოში წელს მეექვსედ აღნიშნეს „წამების მსხვერპლთა დახმარების დღე“. სახალხო დამცველის ოფისი და ცენტრი ”ემპათია” ამ დღეს ერთობლივი კონფერენციით გამოეხმაურნენ.
25 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ბლოგერი გია პაიჭაძე. 24-26 ივნისს, კვარიათში ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ბლოგინგის დღეები მიმდინარეობს.
23 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი მარიამ ხოტენაშვილი. მისი თქმით, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციის მიწოდების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია.
21 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშროლმელი, თამარ მაღრაძე. მისი თქმით, დღეს მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ცენტრი გაიხსნება.
11 ივნისს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი. ის აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან მათზე აშკარა ზეწოლა ხორციელდება.
თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი დეა მეტრეველი. მისი თქმით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოლულარიზაციას საქართველოსა და საზღვარგარეთ.
გასული კვირის ბოლოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტი საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს.
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - უფრო სწორად კი, ავლაბარში - 4 ივნისს სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა თემაზე ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. კონფერენციას ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი არქიტექტორები და ექსპერტები ესწრებიან.
მაისის ბოლოს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კიდევ 52-მა მოსწავლემ დაასრულა სწავლა და ისინი ახლა განათლების მისაღებად უკვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ განათლების მიღებას.
პირველ ივნისს თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო კონფერენცია, სახელწოდებით ”ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ”. კონფერენციაზე ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.
ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლები არჩევნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ წინასწარ დასკვნას აქვეყნებენ.
რა იმედით წავიდა კვირას საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა ცვლილებებს ელის ის 30 მაისის არჩევნებისგან? საკუთარი ხმა დღეს, რიგით ამომრჩევლებსა და თბილისის მერობის კანდიდატებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმაც დააფიქსირა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ”ცესკოს” მიერ ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს.
ჩამოტვირთე მეტი