რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
კიკვიძის ბაღში გაიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მხარდამჭერი აქცია. გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დაკავებულის ახლობლები.
„ბავშვები ვერ სუნთქავენ“, - ამ გზავნილით გაიმართა აქცია დედა ენის ბაღში, რომლის მონაწილეებმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო შექმნილ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
რეკორდული რაოდენობის მომხმარებელთა მიმართვიანობის გამო, იუსტიციის სახლში გართულებულია მომსახურების მიღება. მოქალაქეები დილიდან დგანან რიგში. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, 28 სექტემბერს იწურება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციისა და ასევე, ტაქსით მომსახურებისათვის ნებრთვის გაცემის ვადა.
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოეწყო ღია სივრცე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას უტარებენ.
25 წლის წინ, 13 თვიანი ბრძოლის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ცხადია, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 300 ათასი დევნილად აქცია, იმ დღეებში და არა მხოლოდ იმ დღეებში, ბეჭდური მედიის ძირითადი თემა იყო.
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება რომ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ამაზე კარგა ხანია ვთანხმდებით და ამის შესახებ უზენაეს კანონში, „საქართველოს კონსტიტუციაში“, ჩანაწერიცაა.
როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
რას ფიქრობენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების სისტემაზე, სფეროზე, რომელიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, აგერ უკვე წლებია, იდეები, მოსაზრებები, საუბრები, დაწერილი სტრატეგიები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ განათლების სისტემა ისევ ისე, თითქოს უცვლელად, პრობლემების ბუდედ რჩება.
„თანამედროვე მიდგომები“, „ზუსტად გათვლილი სტრატეგია“, „მიზნები და ამოცანები“, „უკეთეს მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები“, „პრობლემის კომპლექსური აღქმა“ და ა.შ...
ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის პირობითი სახელწოდებაცა „თავისუფალი განათლება.“
რატი წერეთელმა რამდენიმე თვის წინ მარიხუანასთან დაკავშირებული აქსესუარების მაღაზია გახსნა. იქ იყიდება ყველანაირი აქსესუარი, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარებიც, ოღონდ არ იყიდება თავად მარიხუანა, რადგან, რატი წერეთლის თქმით, ის კანონმორჩილი ადამიანია.
იგეგმება სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტზე გატანა. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. ქვეყანაში კანაფის წარმოება იქნება მკაცრად რეგლამენტირებული.
რას ნიშნავს, როდესაც ხარ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი და, ამასთანავე, მხარს გიჭერს მმართველი გუნდი? შეგიძლია თუ არა ასეთი მხარდაჭერის პირობებში დამოუკიდებლობის შენარჩუნება?
10 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდება.
ბექა წიქარიშვილი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება არ არის მთავარი გამოწვევა
ბექა წიქარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება არ არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა გაცილებით დიდია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებას, რეგულაციებსა და სანქციებს ეხება.
საეჭვო შესყიდვა - ასე უწოდებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ შესყიდვას, რომელიც უწყებამ 2017 წელს განახორციელა.
გრიგოლ ვაშაძეს, საპრეზიდენტო კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციისა „ძალა ერთობაშია“, ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი დაეხმარება, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვოს.
ჩამოტვირთე მეტი