რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
შვიდს საათს გაგრძელდა გლდანის საგამოძიებო იზოლატორში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანისა და თენგის კალანდიას გამოკითხვა. შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო საგამოძებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანსა და თენგის კალანდიას გამოკითხავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში მივიდნენ. მირზა სუბელიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება.
ტრანსგენდერი ქალი, სახელად ლიკა, წლების განმავლობაში მარტო, ოჯახისგან შორს ცხოვრობდა.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა 2017 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
ვინ და რა გზით გადაუხდის მინდელის შახტის 1400-მდე თანამშრომელს ხელფასს? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც შახტის მფლობელ კომპანია „საქართველოს ინდუსტრიის ჯგუფს“ აქვს და არც ხელისუფლებას.
ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა 16 ივლისს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიისას.
44 წლის გიორგი კორძაძე 18 წელია პურს აცხობს. ერთი წლის წინ ქალი შეუყვარდა, რომელიც მასთან პურის საყიდლად მივიდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელდა. ქალის სიყვარულმა და მონატრებამ გიორგის მისი პირველი პროფესია - ფერწერა და ქანდაკება გაახსენა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაასახელეს 12 ივლისს, 10 საათზე. ამის შესახებ მან განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. დღეს საღამოს მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში, სადაც განიხილება მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს იპოვეს.
არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის?
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებ ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. 4 ივლისს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაზომა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის ავტომატური სადგურის მეშვეობით.
პაპანაქება სიცხეზე, ნიავის წამობერვაზე, უჰ, მგონი აგრილდა-ზე, არა, რა აგრილდა, ხვალ უარესია-ზე, აუ, სიცივეს მაინც სიცხე მირჩევნია-ზე, გაოფლილ იღლიებსა და ბევრი წყალი სვით-ზე, ადუღებულ ტრანსპორტზე და ა.შ. დღეს, ყველაზე მეტს ალბათ სოციალურ ქსელში წუწუნებენ და წერენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.
პირველი ივლისიდან, 10 ივლისის ჩათვლით, დრამატურგები, რეჟისორები, მუსიკოსები და მსახიობები მოიყრიან თავს დიღომში, კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო დააკისრა ქალს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ძალადობის გულისთვის უჩივლა ყოფილ ქმარს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვეღაა დარჩენილი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ფრანკფურტის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვეღაა დარჩენილი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, შესაძლოა, წესი არ აუგონ. გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
“ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება”, - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დასკვნა, რომელიც უცხოელ ექსპერტებს ეკუთვნით.
ჩამოტვირთე მეტი