მუშაობს პოლიტიკის, კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.
ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მე-9 მოწვევის არჩევნებისთვის კენჭისყრა მიმდინარეობს.
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველ აქტივისტ ნატა ფერაძეს ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა გიორგი ჩუბინიძემ, სატირული ფეისბუკ-გვერდის, „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინისტრატორმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა.
ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 66 უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარეობს, თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს.
უკვე მეორედ ქართველი ახალგაზრდები რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ფორუმში მონაწილეობენ. ქართულ დელეგაციას რუსეთში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში 21 სექტემბრიდან შეწყდება.
„რუსეთის მოქალაქეები ფესტივალზე არ დაიშვებიან“ - ასეთი გაფრთხილება ახლდა თბილისში 25-26 სექტემბერს დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის, Zion Festival-ის ანონსს. შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ბილეთების გაყიდვის პლატფორმა Tkt.ge-ზეც იყო გამოქვეყნებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“, ითხოვს ბლოგერ და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სამართალდამრღვევად ცნობას სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო.
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მინერალური წყლების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ IDS Ukraine-ზე, რომლის 34%-ზე მეტს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობს, 49,99%-ს კი უკრაინისა და დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენები.
აგვისტოში აფხაზეთში მოხმარებული ბენზინის თითქმის 20% ენგურის ხიდის გავლით შევიდა, დანარჩენი კი რუსეთიდან.
ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს „აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა რუსეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სავარაუდოდ, საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ში. პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების ცემის ფაქტს იძიებენ. ინციდენტი 26 აგვისტოს, რიწის ტბაზე ექსკურსიის დროს, კაფე „გროტში“ მოხდა და რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ კომპანია Black Sea Petroleum-ში ამბობენ, რომ 24 აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლეს რუსული ნედლი ნავთობი არარუსული წარმოშობის ნედლეულით.
სოხუმში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან, ძვირადღირებული თეთრი როიალი დადგეს, რამაც სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია.
სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის კუთვნილი Arins Group-ი ქართულ „ტერაბანკსა“ და თბილისში მდებარე სასტუმრო „ბილტმორს“ ყიდულობს. ამ გარიგების შედეგად, რომლის ღირებულება არ სახელდება, საქართველოს ტოვებს „დაბი ჯგუფი“ - მსხვილი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას უკვე 1 სექტემბრიდან შეძლებენ. ორგან - რეალიზაციის პუნქტებში და ელექტრონულ პლატფორმაზე. მშობლებს ისევ აინტერესებთ, რა მოხდება, თუკი შვილებს ფორმას არ ჩააცმევენ?
ჩამოტვირთე მეტი