რუსეთში IX-დან X კლასში გადასვლა სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ხელისუფლება ათიათასობით მოზარდს პროფესიული კოლეჯებისკენ უბიძგებს, სადაც მათ არა მხოლოდ მუშა პროფესიები, არამედ სამხედრო სამსახურის გაცილებით მაღალი რისკიც ელოდებათ. რუსეთში განათლების რეფორმა თანდათან ომში გაწვევის მექანიზმად იქცევა.
რუსეთში საწვავის კრიზისი უფრო სახიფათო ეტაპზე გადავიდა. უკრაინული დარტყმებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვეღარ აღდგება, ბენზინის დეფიციტი კი უკვე სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას უქმნის საფრთხეს. ეკონომისტ იგორ ლიპსიცის თქმით, კრიზისის ყველაზე მძიმე შედეგები ჯერ კიდევ წინაა.
რუსეთის სარაკეტო იერიშმა კიევში მდებარე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიას მძიმე ზიანი მიაყენა - განადგურდა უკრაინის უდიდესი კოსტიუმების კოლექცია, თუმცა კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის ნაწილის გადარჩენა მაინც მოხერხდა. გადარჩენილთა შორისაა "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების" ორი ორიგინალური კოსტიუმი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბუდაპეშტთან ურთიერთობაზე, ახლო აღმოსავლეთის ომსა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე.
პოლიტოლოგმა ეკატერინა შულმანმა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The Current Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში შეჭრამ რუსეთის საზოგადოებაზე. ვინ იღებს სარგებელს ომისგან, ვინ განიცდის ზარალს და ხედავენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები „გვირაბის ბოლოს სინათლეს“.
ალექსეი ნავალნი მოწამლეს ეპიბატიდინით - ეკვადორული შხამიანი ხის ბაყაყის შხამით, რაც დაადასტურა ხუთმა ევროპულმა ლაბორატორიამ.
ყირიმის ანექსიამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, რუსულმა მედიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით დაიწყეს დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება იმაზე, რომ თითქოს უკრაინაში მოქმედებდნენ პენტაგონის ბიოლაბორატორიები ე.წ. ბიოდრონების გამოსაყვანად.
9 იანვრის ღამეს რუსეთის მასშტაბურმა საჰაერო იერიშმა კიევი მძიმე ენერგეტიკულ კრიზისში ჩააგდო. ძლიერ ყინვებთან ერთად, დარტყმამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში ასობით ათასი ადამიანი დატოვა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე.
ტყვეობიდან დაბრუნებულმა სერგეი იაგუშევმა ლენინგრადში შვიდი თანამებრძოლი მოკლა და მიიმალა. ყოფილი პოლიციელი ომში ციხის თავიდან ასაცილებლად წავიდა. ეს და სხვა არაერთი საქმე აჩვენებს, თუ როგორ აქცევს რუსეთი კრიმინალებს „ომის გმირებად“, რომლებიც შემდეგ ფრონტსა თუ ზურგში შემზარავ მკვლელობებს სჩადიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის მებრძოლები ფრონტის ხაზზე უნიკალური უნარებით გამორჩეული გადამტაცი დრონებით რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ანადგურებენ. თუ გინდათ იცოდეთ, როგორი იქნება მომავლის ომები, შეხედეთ უკრაინის "მცირე ცას" დღეს.