რუსეთის სადაზვერვო უწყება, "გრუ", აგრძელებს "აფრიკის კორპუსისთვის" ახალი მებრძოლების რეკრუტირებას. მაგრამ, წვრთნის შემდეგ, მათი უმეტესობა არა აფრიკაში, არამედ უკრაინაში იგზავნება.
რუსეთის სამხედრო ბრენდი „სტალინის შევარდნები“ ყურადღებას იპყრობს აქტიური რეკლამით, თუმცა მისი რეალური საქმიანობა ბუნდოვანია. რადიო თავისუფლების (Radio Free Europe/Radio Liberty) გამოძიება აჩვენებს, რომ ხმაურიანი იმიჯის უკან შესაძლოა უფრო მეტად PR-სტრატეგია იდგეს, ვიდრე ნამდვილი საბრძოლო დანაყოფი.
ჯეფრი ეპსტინმა იცოდა ოლეგ დერიპასკასა და „ნასტია რიბკას“ ისტორია და ამიტომ რუს ოლიგარქს „კაპრიზულ უფროსკლასელ გოგოს“ ადარებდა. ეპსტინს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ოლეგ ბაიბაკოვთანაც - ბიზნესმენ მიხეილ პროხოროვის საქმიან პარტნიორთან.
2025 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო მოქმედებების ამსახველ ვიდეოებში სულ უფრო ხშირად ჩანდნენ ცხოველები - ცხენები, ვირები და აქლემებიც კი. რადიო თავისუფლებამ გაარკვია რა ხდება.
უკრაინელი სამხედროები და საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ცენტრი „რუბიკონი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი წამოწყებაა საბრძოლო მოქმედებებში დრონების გამოყენების სფეროში.
1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი უკრაინა საკუთარი რაკეტების წარმოების სრული ციკლის გარეშე დარჩა.
ბოსნიელი სერბი დავორ სავიჩიჩი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან მალევე შექმნა დაქირავებულების ბატალიონი "ვოლკი", რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი აღმოჩნდა.
რუს გენერალ-ლეიტენანტსა და რუსეთის ქიმიური დაცვის ძალების მეთაურზე, იგორ კირილოვზე 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ვერ გადაურჩა, დიდი ალბათობით, პირველი არ ყოფილა.
რადიო თავისუფლება აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (სსს) მონაცემთა ბაზის ანალიზს.
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა შეისწავლა კადრები, რომლებიც თავიდან ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. საქმე ეხება საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიას, რომელიც ცნობილია თავისი როლით საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში. ცენტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრები განიხილავენ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური უთანხმოების დათესვის მცდელობებს. მიმოწერაში, რომელიც გასაჯაროვდა ფსბ-ს თანამშრომლები, ასევე განიხილავენ მთავრობის კრიტიკოსებს, დამოუკიდებელ მედიას და რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ კავშირი აქვთ მალიში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოწყობილ ტუარეგ მეამბოხეთა თავდასხმასთან, რასაც ათობით დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა.
კიევში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინა უფრო საკუთარი იარაღის იმედად უნდა იყოს, ვიდრე დასავლელი პარტნიორების. სამამულო წარმოების იარაღებიდან, რომელიც ბრძოლებში გამოიყენება (მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის) არის - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ოლჰა“.
რუსეთში გრძელდება კამპანია „შიშვლების წვეულების“ მონაწილეების წინააღმდეგ. წვეულება ნასტია ივლეევამ მოაწყო და მასზე თავი ათობით პოპვარსკვლავმა მოიყარა. „Z-პატრიოტებმა“ მიიჩნიეს, რომ უკრაინაში ომის ფონზე წვეულება უადგილო იყო.
რუსი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში და სხვა იმ ადგილებში, სადაც ისინი მალე შეიძლება უკრაინელი სამხედროების წინაშე აღმოჩნდნენ. აი, როგორ გამოიყურება თავად რუსი ჯარისკაცების თვალით დანახული სახელგანთქმული თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიეში.
ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ყველაზე ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი დამფუძნებელი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ „დენაციფიკაციამ“ უკრაინა მთელ მსოფლიოს გააცნო, „დემილიტარიზაციას“ კი შედეგად უკრაინის არმიის გაძლიერება მოჰყვა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ნაწილობრივი მობილიზაციის მანკიერი ორგანიზაციული მხარე იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება ცენზურის ქვეშ მყოფი რუსეთის ელექტრონული მედიის ყურადღების ცენტრში.
ჩამოტვირთე მეტი