ჩეჩნეთიდან იუწყებიან მდინარე თერგში რუსეთის ”მი-8” ტიპის შვეულმრფენის ჩავარდნის შესახებ.
სადამ ჰუსეინმა ერთგულების ფიცი დადო ცერემონიაზე, რომელიც ერაყის პრეზიდენტის პოსტზე მისი მომდევნო 7 წლით დამტკიცებას მიეძღვნა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთი კორეა "მცირე რაოდენობით ატომურ იარაღს ფლობს".
საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ.
ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი ჯოზეფ რალსტონი კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული ანტიტერორისტული პროგრამის მიმდინარეობით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინდომა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 14 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
კოდორის ხეობაში სიმშვიდე სუფევს
ღაზის სექტორში ისრაელის ჯარების დღევანდელი ოპერაციის დროს დაიღუპა სულ ცოტა 8 და დაიჭრა 30-ზე მეტი პალესტინელი.
ყაზახეთს ეწვია და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ და ბრიტანეთი მალე წამოაყენებენ ახალ ინიციატივას ერაყთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ.
რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ კალინინგრადის შესახებ ბოლო მოლაპარაკების შედეგებს.
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შაბათს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი