გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა იმედი გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭო არ მიიღებს ერთ რეზოლუციას ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ,
ავღანეთის ფინანსთა მინისტრის, აშრაფ განის განცხადებით, ამ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების მოცულობა უახლოესი ხუთი წლის მანძილზე 20 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი დაშავდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ვაშინგტონის გარეუბნებში პოლიცია განაგრძობს ძიებას სერიული მკვლელისა, რომელმაც ბოლო ცხრა დღის მანძილზე შვიდი ადამიანი მოკლა და ორი – დაჭრა.
დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უფლებამოსილება მიანიჭა, საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული აქვს, დასავლელ პარტნიორებთან მომავალშიც განაგრძოს ინტენსიური მოლაპარაკება ერაყის პრობლემის გარშემო.
პაკისტანის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების შედეგები ფედერალური პარლამენტის მანდატთა ორი მესამედისთვის.
ისლამისტურმა დაჯგუფებამ სახელწოდებით “ალ აყსას წამებულთა ბრიგადები” პასუხისმგებლობა იკისრა ტელ-ავივში გუშინ მოწყობილი ტერაქტისთვის.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის აჰმედ ზაკაევის განცხადებით, ჩეჩნეთის მხარე ამოწმებს ინფორმაციას 4 ოქტომბერს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 5 ჩეჩენიდან ერთ-ერთის დაღუპვის შესახებ.
ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა “ახალმა მემარჯვენეებმა”, “მოძრაობამ დემოკრატიული რეფორმებისთვის”, “დემოკრატებმა”, “ტრადიციონალისტმა” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატმა” უარი განაცხადეს,
ჩამოტვირთე მეტი