გუშინ ავღანეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, სავარაუდოა, რომ თალიბებთან ბრძოლაში.
ირანი აცხადებს, რომ შეწყვეტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებთან თანამშრომლობას, თუკი მასზე ძალზე დიდ ზეწოლას განახორციელებენ.
ირანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 35-ს მიაღწია.
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი კვლავ აპირებს ბაღდადის მახლობლად მდებარე აბუ ღრაიბის ციხის მონახულებას.
15 ათასი პოლიციელი აკონტროლებს ქუჩებს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სადაც დღეს დილით მოკლულ იქნა სუნიტების პოპულარული მუფტი ნიზამუდინ შამზაი.
საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ამ ქვეყანაში "ალ-ყაიდის" ლიდერმა აბდულ აზიზ ალ-მუკრინმა.
ამერიკის თვითმფრინავებმა მიმდინარე კვირაში მეორედ მიიტანეს იერიში
ავღანეთის ეროვნული ავიაკომპანია "არიანა" რეგულარულ რეისებს იწყებს პარიზში.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოკლულია ისრაელის არმიის ოფიცერი.
ეგვიპტე დათანხმდა, უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, თუკი ისრაელი იქიდან ჯარებს გაიყვანს და მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენს.
არეულობებმა იფეთქა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, სადაც დასასრულს უახლოვდება ევროპის კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა.
ორი ბულგარელი მთამსვლელი დაიღუპა ამ კვირაში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის, ნეპალის 8848 მეტრიანი ევერესტის, დაპყრობის მცდელობისას.
ჩამოტვირთე მეტი