რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვლადიმერ კოლესნიკოვმა, ბესლანის საქმის ირგვლივ ახალი მონაცემების გაჩენაზე ისაუბრა. კოლესნიკოვის თქმით, მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებს ადრე გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს იარაღი სკოლაში წინასწარ ჰქონდათ შეტანილი, და რომ მათთან სკოლის დირექტორი თანამშრომლობდა.