ყველაფერი საპატრიარქოს არჩევნებზე
2026 წლის 28 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე დასახელებული პატრიარქობის რამდენიმე კანდიდატიდან სამი გამოარჩიეს.
20 ხმა ერგო - საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე შიო მუჯირს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს;
7 ხმა - გრიგოლ ბერბიჭაშვილს, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტს;
7 ხმა - იობ აქიაშვილს, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს.
პატრიარქი - დასახელებული სამიდან ერთ-ერთი გახდება.
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ეპისკოპოსებს, დანიელ დათუაშვილსა და ისაია ჭანტურიას - “ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის” გამო.
სხვა დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე.
საბოლოო კენჭისყრის თარიღი მალე გამოცხადდება.
მანამდე კი, რადიო თავისუფლებამ გადახედა სამივე კანდიდატის ბიოგრაფიას და მოაგროვა მათზე ღია წყაროებში არსებული ფაქტები.