24 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.
უკანასკნელ ხანს ქართულ მედიაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ცნობები შემოდგომაზე მორიგი სამთავრობო კარუსელის დატრიალების შესახებ.
ვინ გახდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი? ეს კითხვა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ უმალვე გაჩნდა. ნიკა გილაურს ჟვანიას შემცვლელი არ დაუსახელებია.
ორშაბათს რუსეთის უდიდეს ჰიდრო-ელექტროსადგურზე თავდასხმის პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ექსტრემისტებმა იკისრეს. კრემლმა ამ მტკიცებას “იდიოტური” უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოს თანამდებობა დატოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტის თანხმობით, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სულ ახლახან კავკასიის საკითხთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ და ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი“ დააფუძნეს.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი იყო იმ თემებს შორის, რომლთა განსახილველადაც ოპოზიციის წარმომადგენლები 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ.
გორში სტალინის ძეგლის კვარცხლბეკსა და ქალაქის შენობებზე ღამით ახალი წარწერები გაჩნდა. „სტალინი დიქტატორი,“ „სტალინი მუზეუმში,“ „ჩამოკვარცხლბეკდი, სოსელო“.
20 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი.
ბაღდადის ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქებების სერიას, სულ მცირე, 95 ადამიანის სიკვდილი და 300-ზე მეტის დაჭრა მოჰყვა. ივნისში ამერიკელმა სამხედროებმა ურბანული ცენტრებიდან გასვლა დაიწყეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ 17 აგვისტოს დაკავებული სოხუმისკენ მოძრავი სატვირთო გემი აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზიდენტის მხრიდან არაერთი სახის მუქარის მიზეზი ხდება.
ჩამოტვირთე მეტი