თბილისი იმედოვნებს, რომ დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა უკვე ნატოს გენერალური მდივნის პოსტიდან გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
მოლდავეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ვერც განმეორებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხერხდა.სპეციფიკური პოლიტიკური სისტემის გამო ოპოზიცია ხელფეხშეკრულია.
ახალგორის რაიონში, სოფელ იკოთში, მუხრანბატონის ისტორიული სასახლის წინ, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია, რუსი ოკუპანტები სამხედრო აეროდრომის აშენებას აპირებენ.
31 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე აირჩია უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი - გიორგი ტუღუში, რომელმაც, 8-ის წინააღმდეგ, 88 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
31 ივლისს პარლამენტი ახალ ომბუდსმენს დაამტკიცებს. არჩევანი ორი კანდიდატით შემოიფარგლება, რადგან მესამის წამოსაყენებლად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ შეგროვდა.
შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მოუწოდეს ავღანეთის მთავრობას, ახალი მოლაპარაკებები დაიწყოს მოძრაობა “თალიბანის” ზომიერი კურსის მომხრე წევრების შემოსარიგებლად.
განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა მოლდავეთში სძლიეს მმართველ კომუნისტურ პარტიას, რაც ქვეყნის ისტორიაში ახალი ხანის დადგომას მოასწავებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, ღამით, თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ცხინვალის სამხრეთი გარეუბანი დაიცხრილა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდნენ "სამართლიანი" არჩევნების ხელმძღვანელი ეკა სირაძე და ამავე ორგანიზაციის ქსელის დირექტორი ანა მიქელაძე.
ნიკარაგუაში რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ სეჩინის ვიზიტისას ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს: განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ, რაც 5 აპრილის არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა მოჰყვა.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” 13 მეთვალყურე მოლდავეთიდან თბილისში ოთხშაბათს გამთენიისას დაბრუნდა.
ჩამოტვირთე მეტი