თბილისი უცნაური ქალაქია. კი, გვიყვარს, ვუმღერით და ლექსებს ვუწერთ, მაგრამ თბილისს ბევრი უცნაური მხარეც აქვს, რაც, ერთი შეხედვით არ ჩანს.
“მოდი, ყველაფერი ცუდი ამ წელს გავატანოთ, ახალ წელს კი ჩვენთვის სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს...” ალბათ მალე ბევრ ოჯახში, ბევრ საახალწლო სუფრაზე გავიგონებთ ამ, ან მსგავს ფრაზას, მაგრამ შევძლებთ კი დავუჯეროთ ამ მოწოდებას?
1991 წელი. 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე - 13 წლის. ეზოში ვარ. ერთი ჩვეულებრივი, თბილი, უღრუბლო, მოწყენილი დღეა.
თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბერლინში მიშა ჩარკვიანის წარმოდგენა „პასპორტი“ ვნახე. არ ვიცი, ეს ბერლინის ბრალია, საქართველოსგან სიშორის, თუ იმის, რომ ამ ბოლო დროს, უბრალოდ, იოლად მეტირება, მაგრამ ამ წარმოდგენის მსვლელობის დროს ერთ მომენტში რომ ტირილი დავიწყე, ვეღარ გავჩერდი.
ზვიად რატიანის ცემის გამართლება სამართალდამცველების მხრიდან სწორედ „სამი ფეხის“ ლოგიკის ანალოგია. როგორც ჩანს, მახინჯ სისტემას არასდროს, არც ერთ დროში და არც ერთ ქვეყანაში ლოგიკა არ აქვს და ის ყოველთვის მართალია. მის წინაშე რიგითი, საღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკა მუდამ დამარცხებული იქნება.
ქალისათვის ბედნიერება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. თუ კაცისათვის ბედნიერება არჩევანია და თუ მას ეგრეთ წოდებულ „არაბედნიერად ყოფნაში“ მაინც შეუძლია, თავი კომფორტულად იგრძნოს (ბოჰემა, არამყარი ურთიერთობები, მარტოობა, შემოქმედებითი წიაღსვლები...), ქალს სწორედაც რომ უნდა და ნატრობს, იყოს ბედნიერი.
აღმოჩნდა, რომ ქართული ტოლერანტობა მხოლოდ მითია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უკმაყოფილო ქართველს მტრის ხატი შეუქმნას, თურქის, არაბის, ინდოელის ან აფრიკელის სახით.