მტევანი, ბორჯღალი, ქვევრი, ეკლესია და სტალინის თავიც კი - ამ სიმბოლიკას საქართველოს ღვინის ბაზარზე წარმოდგენილ თუ უცხოეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის ეტიკეტებზე ყველაზე ხშირად წააწყდებით, თუმცა ბოლო დროს მცირე მეურნეობების მიერ წარმოებულ ღვინის ბოთლებზე განსხვავებული შინაარსისა და ესთეტიკის მქონე ეტიკეტებიც გამოჩნდა - უფრო ფერადი, უფრო მარტივი და სადა.