Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალი ემზადება კარაჯიჩის განაჩენის გამოსაცხადებლად


რადოვან კარაჯიჩი სასამართლოზე
რადოვან კარაჯიჩი სასამართლოზე

გაეროს ტრიბუნალი ემზადება განაჩენის გამოსაცხადებლად, რომელმაც უნდა დაადგინოს არის თუ არა დამნაშავე ბოსნიელ სერბთა ლიდერი რადოვან კარაჯიჩი გენოციდსა და სხვა სამხედრო დანაშაულთა ჩადენაში, რასაც 1990 წლების ბოსნიის ომის დროს ჰქონდა ადგილი.

ჰააგაში მდებარე ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 497-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 24 მარტს უნდა გამოაცხადოს ვერდიქტი. კარაჯიჩს, რომელიც თვითონ იცავთ თავს, 11 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორს სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. თავის დასაცავი, წერილობით განცხადებაში, კარაჯიჩი თვლის, რომ ის არ უნდა დაისაჯოს. თუმცა მორალურ პასუხიმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში, აღიარებს. ბრალდებას სურს, რომ კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

XS
SM
MD
LG