ხალხი, რომელიც ხუთი წლის წინ ქუჩაში გავიდა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერების მხარდასაჭერად, დღეს იმედგაცრუებულია მათი უუნარობით, უკრაინა, დაპირებისამებრ, დასავლეთთან დაეახლოვებინათ.
ფინანსთა მინისტრი გაკვირვებული დარჩა, როდესაც საგადასახადო კოდექსის ერთი - თითქოს უწყინარი - სარედაქციო შესწორების გამო ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში ბაზრობების ვაჭართა საპროტესტო აქციები გაიმართა.
3 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან განმარტა, თუ რას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც, ერთი შეხედვით, რედაქციული შესწორებაა, თუმცა კი თბილისის ბაზრობებზე ვაჭრობით დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ეგრეთ წოდებული გარემოვაჭრეები გაფიცვით დაიმუქრნენ.
ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე საგადასახადო ცვლილების წინააღმდეგია. ცვლილების თანახმად, მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი 10 000 ლარით განისაზღვრება.
თბილისში სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. სხდომაზე გაცხადდა, რომ აზერბაიჯანი 100 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობას.
2009 წლის 10 დეკემბრისთვის სამშენებლო კომპანიებს 400-ზე მეტი აღდგენილი სახლი უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ამ დროისთვის 100 სახლის მშენებლობაც არ დასრულებულა. კოკოითიმ მშენებლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
ლონდონის კონფერენციის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ქაბულს 140 მლნ დოლარს დაპირდნენ არა-რადიკალი თალიბების გადასაბირებლად შემუშავებული გეგმის პირველ წელს დასაფინანსებლად.
პირველ მოხსენებაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს ომების დასრულების გეგმას ერაყშიც და ავღანეთშიც.
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები გააცნო. ამ რეფორმებს მეწარმეთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ რუსეთის მილიციაში კორუფციის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტით, დააპატიმრეს. დიმოვსკი თაღლითობის და სამსახურის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” ”ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. "ჰერიტიჯის" ინდექსის მიხედვით, საქართველომ პირველად მიაღწია "ძირითადად თავისუფალი ქვეყნის" სტატუსს.
ჩამოტვირთე მეტი