პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც, ერთი შეხედვით, რედაქციული შესწორებაა, თუმცა კი თბილისის ბაზრობებზე ვაჭრობით დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ეგრეთ წოდებული გარემოვაჭრეები გაფიცვით დაიმუქრნენ.
ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე საგადასახადო ცვლილების წინააღმდეგია. ცვლილების თანახმად, მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი 10 000 ლარით განისაზღვრება.
თბილისში სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. სხდომაზე გაცხადდა, რომ აზერბაიჯანი 100 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობას.
2009 წლის 10 დეკემბრისთვის სამშენებლო კომპანიებს 400-ზე მეტი აღდგენილი სახლი უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ამ დროისთვის 100 სახლის მშენებლობაც არ დასრულებულა. კოკოითიმ მშენებლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
ლონდონის კონფერენციის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ქაბულს 140 მლნ დოლარს დაპირდნენ არა-რადიკალი თალიბების გადასაბირებლად შემუშავებული გეგმის პირველ წელს დასაფინანსებლად.
პირველ მოხსენებაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს ომების დასრულების გეგმას ერაყშიც და ავღანეთშიც.
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები გააცნო. ამ რეფორმებს მეწარმეთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ რუსეთის მილიციაში კორუფციის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტით, დააპატიმრეს. დიმოვსკი თაღლითობის და სამსახურის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” ”ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. "ჰერიტიჯის" ინდექსის მიხედვით, საქართველომ პირველად მიაღწია "ძირითადად თავისუფალი ქვეყნის" სტატუსს.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება. ამასთან დაკავშირებით გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”რამბოლმა” ნავთობის და გაზის კორპორაციისა და „ათასწლეულის ფონდის“ ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ჩინეთი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, 2009 წლის ბოლოს, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაიწყო, რაც 2010 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. პროგნოზების თანახმად, ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება.
აშშ-ში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციის - „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” - “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზეა. საქართველოს 2010 წელს პირველად მიენიჭა „ძირითადად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი.
ჩამოტვირთე მეტი