2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის ისტორიაში ეს იქნება პირველი არჩევნები რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.
მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, მათ 4 წლის ვადით აირჩევენ.
წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს დროში ააჩქარებს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას.