Accessibility links

ამერიკა-საქართველო: ღირსეული სამხედრო პარტნიორობა


„ღირსეული პარტნიორი 2018“

საქართველო, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი - მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 13 ქვეყნის 3000-ზე მეტ სამხედროს აერთიანებს. შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორგანიზებით, 1-15 აგვისტოს „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ, მაგრამ უფრო გაფართოებული მასშტაბით იმართება.

ძალა პარტნიორობაშია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

სპეციალურად სწავლებისთვის ჩამოვიდა ამერიკული (82 ერთეული) და გერმანული (22 ერთეული) სახმელეთო და საავიაციო ტექნიკა, მათ შორის: საბრძოლო ტანკი „აბრამსი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, საბრძოლო ვერტმფრენი „შავი ქორი“, საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერი“, ჯავშანტრანსპორტიორი „დინგო“. თავის მხრივ, სტუმრებს ტექნიკა საქართველომაც დაახვედრა და მათ შორის არის ქართული საბრძოლო ჯავშანმანქანა „დიდგორი“.

„ღირსეული პარტნიორის“ მიზანს წარმოადგენს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება, შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეწყობა და სამხედროების უკეთ მომზადება სტაბილურობის უზრუნველმყოფი, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების შესასრულებლად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG