Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორი ერთი დღით იხსნება


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 19 იანვარს ერთი დღით გაიხსნება. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო და სიის შედგენა დაიწყო. როგორც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ახალი წლის დღეებში, საშობაო არდადეგებზე, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ დაბაში ძირითადად ის სტუდენტები დარჩნენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ და ახლა მათთვის დაბის დატოვება აუცილებელია.

ახალგორი ერთი დღით იხსნება
please wait

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00
გადმოწერა
ბოლო დღეებში ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით მაინც გაიხსნა, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებთან იყო დაკავშირებული. ორი ბავშვი, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისის ერ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, 20-მდე ახალგაზრდა ელოდება ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის გახსნას. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ის ადამიანები დარჩნენ, ვინც ახალგორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და ამ დრომდე მათ სამსახურის გაცდენა უწევთ. ამიტომ ახალგორის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, პუნქტი ერთი დღით გაიხსნას. გადაადგილება სპეციალური სიით იქნება შესაძლებელი და დღის განმავლობაში მოქალაქეს მხოლოდ ერთჯერადად შეეძლება გადაადგილება. გამშვები პუნქტი ტვირთებისთვის ამ ეტაპზე არ გაიხსნება. წინასწარი ინფორმაციით, დაბა კიდევ ერთი თვით იქნება ჩაკეტილი. ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ და ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებული გრიპი დაასახელა.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
საოკუპაციო გამყოფი ხაზის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

ბოლო დღეებში ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით მაინც გაიხსნა, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებთან იყო დაკავშირებული. ორი ბავშვი, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისის ერ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეები ახლობლის დაკრძალვაზეც შეუშვეს. რაც შეეხება პროდუქტებს, თამარ მეარაყიშვილის თქმით, დაბაში არც პროდუქტების და არც მედიკამენტების დეფიციტი არ შეინიშნება.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდის გაიხსნება ახალგორის მიმართულებით გზა. ადგილობრივი მოხელეები აცხადებენ, რომ ეს მინიმუმ ერთ თვეს გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება 11 იანვარს მიიღო, თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში გასასვლელი რამდენჯერმე გაიხსნა განსაკუთრებული, გამონაკლისი შემთხვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG