Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლო აფგან მუხთარლის საქმეზე შეკითხვებს სვამს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე ევროსასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოებს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მთლიანობაში, 14 კითხვით მიმართა. აქედან 8 კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, 6 კითხვაზე კი -აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სახელმწიფოებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა უპასუხონ, რამდენად იყო დაცული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები.

გადმოწერა

როგორც აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას, უფლებების დამცველი არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, აფგან მუხთარლის თბილისში დაკავება და მისი აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა ცალსახად უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას, კითხვები კი, რომლებიც ევროსასამართლომ დასვა, შეეხება ზუსტად იმ სადავო საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოების მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გაგზავნილ სარჩელშია ჩამოყალიბებული:

არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

ევროსასამართლოს მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კომუნიკაციის დაწყების ეტაპზე გაგზავნილი შეკითხვები ადვოკატებს აფიქრებინებთ, რომ ევროსასამართლო აფგან მუხთარლის საქმეში დარღვევებს დაადგენს. მანამდე კი ადვოკატ ნიკოლოზ ლეგაშვილის ყურადღებაც მიპყრობილია იმისკენ, თუ რას უპასუხებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები ევროსასამართლოს დასმულ შეკითხვებზე:

ნიკოლოზ ლეგაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

საქართველოში ევროსასამართლოსთან ურთიერთობაში პასუხისმგებელი იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტია, გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე კი, უკვე ერთ წელზე მეტია, უშედეგოდ მიმდინარეობს. საგამოძიებო სტრუქტურები განმარტავენ, რომ ქართული მხარე აზერბაიჯანულისგან დღემდე ითხოვს აფგან მუხთარლის დაკითხვას, რის გარეშეც,მათი შეფასებით, შეუძლებელია იმის გარკვევა, რა მოხდა 2017 წლის 29 მაისს. ეს ვერსია 2018 წლის 21 ივნისს მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ:

„ქართულ მხარეს არ ეძლევა საშუალება იმისა, რომ დაკითხონ აფგან მუხთარლი, ანუ დაკითხონ მსხვერპლი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, იმისთვის რომ სიმართლე იქნეს დადგენილი“.

ევროსასამართლო აფგან მუხთარლის საქმეზე შეკითხვებს სვამს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შედარებით მოკლე დროში იქნება განხილული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან აფგან მუხთარლის ქართველი და აზერბაიჯანელი დამცველები ერთობლივად მუშაობენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 28 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, მის მონათხრობზე დაყრდნობით, მისმა მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, განაცხადა, რომ იგი კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და ლაგოდეხის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საზღვრის გადაკვეთის, კონტრაბანდის გადატანისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG