Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზამთარი გადატანილია“ - გურამ წიბახაშვილის გამოფენა


რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა საქართველოში თუნდაც 1989 წლის შემდეგ, მართლა გადავიტანთ უკვე ზამთარი?

24 აპრილს „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ იხსნება გურამ წიბახაშვილის ფოტოსურათების გამოფენა. ასევე პრეზენტაცია ალბომისა, რომელიც თიბისი-ბანკის და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტის კოორდინატორი მაშო სამადაშვილი „რადიო თავისუფლების“ სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვაიმბობს გამოფენის კონცეფციაზე, იმაზე, თუ როგორ გამოხატავენ გურამ წიბახაშვილის ეს ფოტოსურათები გასული საუკუნის 90--იან წლებს, პირობითად რომ ვთქვათ „გადატანილ ზამთარს“ - ომის, სიცივის, უშუქობის და საბჭოთა კავშირის დაშლის ეპოქას

გამოფენა, რომელიც გურამ წიბახაშვილის 90-იან წლებში გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს, მაისის მიწურულამდე გაგრძელდება

XS
SM
MD
LG