Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ახალი გენერალური გეგმის რუკაზე


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო
  • გეოდინამიკური საფრთხეების შემცველ ტერიტორიებზე მშენებლობის შეზღუდვები
  • მშენებლობის დაუშვებლობა მდინარეებისა და ტბების კალაპოტებთან
  • მშენებლობის დაუშვებლობა სასაფლაოებთან
  • ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის შემოღება.

ხმაურით წარიმართა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა საკრებულოში თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე. საკრებულოს ოპოზიციური წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ „კომპაქტური, შეკავშირებული ქალაქის კონცეფციას“, რომლის ხედვაც „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ წარმოადგინა, კონკრეტიკა აკლია, რაც დედაქალაქის მერიას, სურვილის შემთხვევაში, საშუალებას მისცემს სამშენებლო ნებართვები საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი 1200-გვერდიანი დოკუმენტი ქალაქის საჭიროებებს ასახავდა, თუმცა მერიამ განსახილველად 80- გვერდიანი „გამოშიგნული დოკუმენტი“ წარმოადგინა და ის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „კალაძის ბიზნესგეგმა“ უფროა, ვიდრე თბილისის განვითარების გეგმა, ვინაიდან მრავალ რეკრეაციულ ზონაში გაცემულია საცხოვრებელი ზონა 6-ის ნებართვა, რაც მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვას ნიშნავს.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხარვეზად მიიჩნევენ იმას, რომ წარმოდგენილ გენერალურ გეგმას თან არ ერთვის თემატური რუკები, სადაც დეტალურად უნდა იყოს ასახული ქალაქში არსებული რეკრეაციული ზონები, განაშენიანებული ზონები და სხვა. თუმცა, როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, მერია წლის ბოლომდე, ანუ 31 დეკემბრამდე დარჩენილ დროში, ყველა შენიშვნაზე იმუშავებს. მისივე სიტყვებით, უკვე არაფერი შეიცვლება ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში მიმდინარე „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ახალი ზონის შემოღების შემდეგ თბილისში სამშენებლო ნებართვების გაცემა შეწყდება ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ზოგადი უნდა იყოს, ამბობს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უპირატესობებს ჩამოთვლის.

თბილისის საკრებულოში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დეტალური განხილვა გაგრძელდება. საბოლოო მიზანი თბილისში ზონირების პრობლემის მოგვარება, ახალი რეკრეაციული ზონების გაჩენაა. გეგმის მიხედვით, თბილისში 7 ახალი პარკი უნდა აშენდეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG