Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა საქმე - განახლებადი ინფორმაცია სასამართლოს დარბაზიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და კიდევ სამი პირის საქმეს.

  • ლევან ჯიქური 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გა თავისუფლდა.
  • ლევან ჯიქურმა ბრალი აღიარა.
  • ბესიკ თამლიანი მოსამართლეს: მზად ვარ შევწყვიტო შიმშილობა, თუ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებთ.

​20-21 ივნისის საქმეზე 19 პირი დააკავეს. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

13:24 8.10.2019

ბრალდების მხარე ეთანხმება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას ლევან ჯიქურის საქმეზე.

მოსამართლემ ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა.

13:15 8.10.2019

ლევან ჯიქიას ადვოკატმა მოითხოვა 2000 ლარიანი გირაო ლევან ჯიქურისთვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თანხის შეგროვებას ლევან ჯიქურს მეგობრები და ნათესავები მოუგროვებენ.

13:14 8.10.2019

ბესიკ თამლიანი მოსამართლეს: მე მზად ვარ შევწყვიტო შიმშილობა, თუ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებთ ბატონო მოსამართლევ.

მოსამართლე: ეს თქვენი გადაწყვეტილებაა შიმშილობას დაიწყებთ თუ შეწყვეტთ.

ბესიკ თამლიანი: მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე.

13:05 8.10.2019

ლევან ჯიქური: მე იმას არ ვაღიარებ, რომ ჯგუფურ ძალადობაში ვმონაწილეობდი. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. თუმცა, ვადასტურებ, რომ აქციაზე ვიყავი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG