Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისია მოზარდთა მკვლელობის საქმის მასალებს ელოდება


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დღეს პირველი შეხვედრა გამართა. კომისიის შეკრებას წინ უძღოდა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამის, ზაზა სარალიძის, შეხვედრა კომისიის თავმჯდომარ სერგი კაპანაძესთან. შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ მის ერთ-ერთ წევრს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, უნდობლობას უცხადებს.

ზაზა სარალიძე საპარლამენტო კომისიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა მხოლოდ საორგანიზაციო ხასიათის იყო. საქმის მასალების გაცნობას, სავარაუდოდ, იგი მომავალი კვირიდან შეუდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურებიდან მიიღებს გამოთხოვილ ინფორმაციას:

სერგი კაპანაძე საპარლამენტო კომისიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 3 თვე აქვს განსაზღვრული იმისთვის, რომ დაადგინოს, რა დარღვევებით წარიმართა საქმის გამოძიება და ვინ არიან ის პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქმის მასალების გაყალბებას. საჭიროების შემთხვევაში კომისიას ვადის გახანგრძლივებაც შეუძლია, თუმცა მისი წევრები ამბობენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ დროულად მოამზადონ დასკვნა, თუმცა კომისიის მუშაობა რომ ინტენსიურ რეჟიმში გადავიდეს, საჭიროა მისი წევრები საქმეს საფუძვლიანად გაეცნონ:

დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო კომისიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრთა რაოდენობა 17-ითაა განსაზღვრული. პირველ სხდომას კომისიის ყველა წევრი არ დასწრებია, ფრაქცია „პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ კი იგი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც კომისიის მანდატის გაფართოება მოითხოვა და ამ თხოვნაზე უარი მიიღო:

ადა მარშანია საპარლამენტო კომისიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00

ადა მარშანიას გასვლით კომისია არ დაზარალდება, - ასე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე „საქართველოს პატრიოტთა“ წარმომადგენლის დემარშს. მისთვის გასაგებია ზაზა სარალიძის მოთხოვნაც, კომისიიდან გაყვანილი იქნეს ეკა ბესელია. კომისიის თავმჯდომარის აზრით, ამაზე უმრავლესობის წევრებს მანამდე უნდა ეფიქრათ, სანამ მის კანდიდატურას დაუჭერდნენ მხარს. უმრავლესობის წევრები კი ფიქრობენ, რომ ეკა ბესელია, მისი კვალიფიკაციისა და საპარლამენტო თანამდებობის გათვალისწინებით, კომისიის მუშაობას მხოლოდ წაადგება:

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო კომისიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში არ იმყოფება და ამ მიზეზით არ დასწრებია დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომას, ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში კი შენიშნა, რომ მისი აცილების მოთხოვნით ზაზა სარალიძემ პოლიტიკური გზავნილი გააკეთა. ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას „რუსთავი 2“-ში გაკეთებული იმ განცხადების გამო უპირისპირდება, რომელშიც დეპუტატი მიანიშნებდა, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მანიპულირების ნაწილად იქცა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს ერთი პირი დააკავა. სამართალდამცავებს ზაზა სარალიძემ თავისი შვილის მკვლელებისა და მათი მფარველების დაკავებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადა 10 ივნისამდე მისცა. 10 ივნისს თბილისის ცენტრში კიდევ ერთი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG