Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
18:55 28.2.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გარკვეული ვალდებულებები უწესდებათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში და იაპონიაში. ისინი ვალდებულები არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, გაიარონ შემოწმება, დაელოდონ ტესტების პასუხებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას. მათ მედიკოსების რეკომენდაციების სრულად დაცვა მოუწევთ, იქნება ეს კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაცია თუ უკან დაბრუნება.

წაიკითხე მეტი

18:35 28.2.2020

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კომპანიის თანამშრომელია

"საქართველო ბანკი" ადასტურებს, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც დღეს კოროვანირუსი დაუდგინდა კომპანიის თანამშრომელია.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს ბანკში“.

წაიკითხე მეტი

18:20 28.2.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან:

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ამ ქვეყნებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

18:10 28.2.2020

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG