დავით სერგეენკო: ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა

ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ძალიან წუხს და დიდ ტვირთად აწევს ის გარემოება, რომ მინისტრობის პერიოდში ვერ შეძლო ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. 2 მარტის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული კვლავ 3 შემთხვევაა. მონაცემები ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო.

აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ პირთა ცნობით, აშშ-ში მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, COVID-19-ით. ამასობაში სულ უფრო მეტი ქვეყანა და აშშ-ის შტატი იტყობინება დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ. 1 მარტს გარდაიცვალა 70-ს გადაცილებული მამაკაცი სიეტლის მახლობლად, იტყობინებიან აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები. ვაშინგტონის შტატში ინფიცირების ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი.

პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.