20:16
13.3.2020
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან
17:58
13.3.2020
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის ნორმები დაიცვას

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან ფულის ნიშნებს ბაქტერიისა და ვირუსის გადატანა შეუძლია, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები.
17:09
13.3.2020
ჩეხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 16 მარტიდან ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვრები ჩაიკეტება. ჩეხეთის მოქალაქეებს უფლებას არ მისცემენ, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. ჩეხეთში ცხოვრების უფლების არმქონე უცხოელებს კი აეკრძალებათ ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა. ჩეხეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული აკრძალვა ვრცელდება ყველა ქვეყანასთან მიმოსვლაზე.
16:34
13.3.2020
ცნობილი პირები, რომელთაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ
