13:20
16.3.2020
პირდაპირი: კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა განცხადებები.
10:51
16.3.2020
22:56
15.3.2020
ახალი კორონავირუსი და ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

არის თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები? რას აკეთებს სახელმწიფო იქ მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად? - ეს კითხვები სულ უფრო ხშირად ისმის სოციალური ქსელებით. საქართველოს ხელისუფლებაცა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც დახმარების სურვილის შესახებ განცხადებებს აკეთებენ.
ინფორმაციული და მედიკამენტური დახმარება აფხაზეთის მიმართულებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.