Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
20:17 16.3.2020

19:29 16.3.2020

საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა და კორონავირუსის (COVID – 19) სიმპტომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

15:40 16.3.2020

პოლონეთში დარჩენილები: გამოსავალს ვერ ვხედავთ, ბილეთი ყოველ წამს ძვირდება

ჯერ კიდევ გუშინ დაახლოებით 90-კაციანი სია შედგა პოლონეთში ჩარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომელთა რეისები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა. მათგან დაახლოებით 30-მა ბილეთის ყიდვა შეძლო. ჩვენი ინფორმაციით, 60-65 ადამიანი ისევ მოლოდინის რეჟიმშია და გამოსავალს ვერ პოულობს.

წაიკითხე ვრცლად

14:03 16.3.2020

18 მარტიდან საქართველოს საზღვრები იკეტება

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 18 მარტს, 00:00 საათიდან უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტება საქართველოს საზღვრები.

გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG