Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:00 19.3.2020

საგაზაფხულო გაწვევა "გადაიდო" - ვინ შეცვლის წვევამდელებს

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ოთხი თვით ადრე შეწყდა. სახელმწიფომ 4 189 წვევამდელიდან მხოლოდ მეცხრედის, 460 ახალგაზრდის შერჩევა მოასწრო.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო, თუმცა თარიღის კიდევ უფრო გადაწევა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში ვირუსული პანდემია.

წაიკითხე ვრცლად

22:58 19.3.2020

ვის (არ) აქვს ინტერნეტი საქართველოში

დაპირება, რომ 2020 წლისთვის საქართველოს 90% დაფარული იქნებოდა სწრაფი ინტერნეტით, “ქართულმა ოცნებამ” 2015 წელს გასცა. 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. 2016 წლიდან 2020 წლამდე იმ მოსახლეობის რიცხვი, რომელსაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა და მიეცა, მხოლოდ 9%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტი ყველაზე ხშირად სოციალური ქსელების მოხმარებისთვის გამოიყენება. მოსახლეობის 28%-ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია.

წაიკითხეთ ვრცლად

22:56 19.3.2020

როცა "დარჩი სახლში" არ გამოდის, უსამსახურობა კი შიმშილის ტოლფასია

კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში 1250 სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა. უსამსახუროდ დარჩა 3000 მძღოლი. დაიკეტა არაერთი რესტორანი, მაღაზია, ბაზრობა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გარეთ იქნებიან, სანამ შეძლებენ, რადგან მათ სახლში დარჩენის ფუფუნება არ აქვთ - ისინი თავს ყოველდღიური მცირე შემოსავლით ირჩენენ. "დარჩი სახლში" - ეს მოწოდება არ მუშაობს იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. იძულებითი შინ დარჩენა კი, როგორც ეს მძღოლების, მიმტანების და მომსახურების სფეროს არაერთ წარმომადგენელს შეეხო, მათთვის მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.

22:55 19.3.2020

რა ელის სურსათის ფასებს საქართველოში

კორონავირსთან ბრძოლის ჭრილში მთავრობა ვაჭრობის სექტორს ფასების შეკავებისკენ მოუწოდებს. დაიდო პირობა, რომ 10-მდე სახეობის სასურსათო პროდუქტზე ფასები შენარჩუნდება.

რა განაპირობებს მთავრობის მიერ სურსათის ფასების გაკონტროლებას? რამდენად გამართლებულია ხელოვნური ჩარევა საბაზრო ეკონომიკის კანონებში? რა შეიძლება მოიტანოს ფასების კონტროლმა?

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG