პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს დეკრეტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, სადაც ჩამოთვლილია, ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა იყოს გატარებული.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
21 მარტის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევაა აღრიცხული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
21 მარტს საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პრეზიდენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ნახე ვრცლად:
პრეზიდენტი: მედიასაშუალებები შეუფერხებლად იმუშავებენ
გიორგი გახარია: ამ ეტაპზე, საკომენდანტო საათი არ დგინდება
საგანგებო მდგომარეობის დროს, სატრანსპორტო გადაადგილება არ შეიზღუდება
საგანგებო მდგომარეობა ცხადდება - იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.