12:51
23.3.2020
11:54
23.3.2020
სოზარ სუბარი: ვინც მარნეულში არ ცხოვრობს, მაგრამ იქ ჩარჩა, ორი კვირა მოუწევს დარჩენა
მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერავინ დატოვებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.
"ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება", - თქვა მან.
11:51
23.3.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა კორონავირუსისგან COVID-19 გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორა პაციენტმა. ამის შესახებ დღეს, 23 მარტს მედიას აცნობა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. სულ ეს კლინიკა დატოვა 5-მა განკურნებულმა პაციენტმა.
11:40
23.3.2020