პროტოკოლი პირველადი ჯანდაცვისთვის - მსუბუქი პაციენტები სახლში იმკურნალებენ
პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად - სატელეფონო ან ვიდეო ონლაინ კომუნიკაციის გზით - უნდა გაუწიონ კონსულტაცია და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. პროტოკოლის მიხედვით, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადავლენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მდგომარეობა დამძიმდება, იმ შემთხვევაში კი, თუ სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვთ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მათი განთავსება საკარანტინო სივრცეში.
გაბუტული გმირები
ჩვენი გმირები რომ ტროას მოალყე აქაველები იყვნენ, მოვუსმენდით მათ საბედისწერო რისხვაზე სიმღერას, მაგრამ ჩვენი გმირები ჩვენებურები არიან და მხოლოდ გაიბუტნენ! გაებუტნენ მედიას და გაებუტნენ იმის გამო, რომ ბევრჯერ და ჩაძიებით დაუსვეს კითხვები, რომლებიც, ვიღაცის აზრით, უხერხული, ვიღაცისთვის კი მნიშვნელოვანი იყო. გაბუტვა კი გამოიხატა იმაში, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. მათი სათქმელი ვებ-საიტზე (NCDC.GE) ქვეყნდება ან მთავრობის წევრებივით ისინიც ცარიელ საკონფერენციო დარბაზში უპასუხებენ მიწოდებულ კითხვებს.
არადა, უხდებოდათ ახალ გმირებს ხალხთან ხშირი ურთიერთობა, რომელიც ხალხისთვისაც ერთობ მნიშვნელოვანი იყო...
ქალები პანდემიისას - ისევ ორ ცვლაში, ახლა უკვე ერთ ოთახში
ახალი კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეცვალა ვითარება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობას ონლაინ განაგრძობს. ქალები აქამდეც ორ ცვლაში - სამსახურსა და სახლში მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათ ერთდროულად და ერთ სივრცეში უწევთ ამ ორ პასუხისმგებლობასთან გამკლავება.
რას ჰყვება ოჯახის ექიმი, რომელსაც პაატა იმნაძემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა
47 წლის ია გოგიძე, სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია. მეექვსე დღეა კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.
27 მარტს, ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს მიაკვლია მან ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ია გოგიძეს, 31 მარტს, სათანადო მუშაობისა და დროული რეაგირებისათვის, მადლობა საჯაროდ გადაუხადა.