პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ბოჭორიშვილის კლინიკასთან.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა
გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული მონაცემები 30 აპრილს 10:20 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევიდან 178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.
30 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
საიდან მოვიტანოთ ცნობა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად?
300-ლარიანი დახმარების მისაღებად არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მუშაობდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში. ამ ეტაპისთვის მათ ორი გზა აქვთ: ცნობა ან იმ იურიდიული პირისგან უნდა მიიღონ, რომელთანაც მუშაობდნენ, ანდა თავად დაადასტურონ - ვთქვათ, საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. მათ ვერაფრით დაეხმარებიან კერძო პირები და ოჯახები.
გიორგი ასანიძის განცხადებით, საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატი ელის, რომელიც, პარალელურად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებაც იქნება.
ინტერვიუ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გიორგი ასანიძესთან.