Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:30 8.5.2020

საქართველოში COVID 19-ით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში მე-10 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

COVID 19-ის დაავადებული 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა.

01:27 8.5.2020

ელზა, თამაზი, ნინო და სხვები, ვისაც შველა დღეს სჭირდება: ონკოპაციენტები პანდემიის ჩარჩოებში

მათ დახმარება სჭირდებათ ახლავე. იმიტომ, რომ ონკოლოგიური პაციენტების დრო არ ითმენს.

კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როცა უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, შეიზღუდა გადაადგილება და ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებასა თუ მედიკამენტებზე, სიმსივნით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც უახლოეს ხანში ქიმიოთერაპიის ჩატარება უწევდათ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ.

წაიკითხე ვრცლად

10:55 7.5.2020

Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

საქართველოში 6-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის COVID-19 საქართველოში 275-მა ადამიანმა დაამარცხა.

გასული 24 საათის შედეგებით, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი საქართველოში ერთით აღემატება ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელს. კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტრუდა.

stopcov.ge-ს თანახმად, 7 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი თებერვლიდან დღემდე დადასტურებული აქვს 615 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.

00:36 7.5.2020

1800 ტესტი, 6 ინფიცირებული და ყველაზე ბევრი გამოჯანმრთელებული - რას ნიშნავს?

კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG