Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლისაა


COVID-19-ის დაავადებული 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა, - ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

„პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა“, - ნათქვამია ჰოსპიტლის განცხადებაში.

კლინიკის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, სიკვდილი დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID-19-ით პირველი პაციენტი - 79 წლის წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი 86 წლის ქალი, ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი 70 წლის ქალი, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერესიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

8 მაისის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 623 შემთხვევა. 288 გამოჯანმრთელებული.

ამ დრომდე გარდაცვლილთაგან ყველაზე ხანდაზმული 86 წლის წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა - 58 წლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG